03:59 - 09 May, 2026
|
2019-10-28 11:55:31, 9652 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - ევაკუირებულია 180 000 ადამიანი
ამერიკაში, კალიფორნიის შტატში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის სტიქიის მიმდებარე დასახლებებიდან 180 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მედიის ცნობით, ხანძრის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. ცეცხლი უკვე 12 ათას ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. BBC იტყობინება, რომ ერთ-ერთი ვერსიით ხანძარი მაღალი ძაბვის გადამცემ ანძაზე მომხდარი ავარიის გამო გაჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)