|
2019-10-26 16:55:37, 2352 ნახვა
კომენტარი
გახარია - ომით დაკარგული ტერიტორიები უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით
ყველა სახის რეაქცია ჩვენი მხრიდან იქნება პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნორებთან შეთანხმებული და მათთან სრულ სინქრონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს ყოველდღიური შრომით, იმით, რომ ქვეყანა იყოს კიდევ უფრო დემოკრატიული, კიდევ უფრო ძლიერი და მიმზიდველი. "ჩვენ, ჩვენი ტერიტორიები, რაც დავკარგეთ ომით, უნდა აღვიდგინოთ შრომით და მშვიდობით. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის ძირითადი საფუძველი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ. ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები საუბედუროდ ყოველდღე ხვდებიან, გატაცებებზე, ყველა ამ ნაბიჯზე, ჩვენი პასუხი იქნება პრაგმატული, ცივი გონებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობით და რაც მთავარია, მშვიდობიანი. ეს არის ჩვენი პოლიტიკის საფუძველი და აბსოლუტურად მკაფიოდ გააზრებული გადაწყვეტილება, ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელსაც გავაგრძელებთ", - განაცხადა პრემიერმა.
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)