22:01 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 21:22:34, 266 ნახვა

პოლიტიკა
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს

“ვაიმარის სამკუთხედის” დაარსებიდან 35 წლის აღსანიშნავად, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩები საქართველოში, თბილისში შეხვდნენ, რათა განეხილათ ამ თანამშრომლობის მომავალი და საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განმარტებით, ამ თარიღთან დაკავშირებით, პოლონეთის რეზიდენციაში გამართულ სამუშაო სადილზე გაგრძელდა აზრთა გაცვლა ევროპისა და თანამშრომლობის საკითხებზე რეგიონული გამოწვევების კონტექსტში.

„შექმნიდან 35 წლის შემდეგაც, ვაიმარის სამკუთხედი კვლავ რჩება საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მთავარ პლატფორმად”, - წერია ინფორმაციაში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics