|
2019-10-26 16:48:55, 2230 ნახვა
კომენტარი
„არ ვადასტურებ შეხვედრას და სისულელეებზე ნუ მეკითხებით“ - გახარია მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა
„ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა გახარია პრემირი თუ გახდა ჩამოვაგდებო და როგორ გინდათ ამაზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო?“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეუფე იაკობის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ გახარიამ, გიორგი კვირიკაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა პატრიარქის ჩამოშორებაში დახმარება სთხოვეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პატრიარქი საქართველოს წარსულის, დღევანდელი დღის და მომავლის სიმბოლოა. „ცოტა შოკირებული ვარ. ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. სერიოზულ კომენტარი თუ გაინტერესებთ, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ. უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მას პატრიარქის, ილია მეორის "გადაყენებაზე ეჩალიჩებოდნენ".
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)