|
2019-10-24 14:10:04, 2049 ნახვა
სამართალი
ტრანსგენდერი კაცის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი ევროსასამართლოში გაასაჩივრეს
ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა, - ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, საჩივარი ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება. "მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი კაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს კაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია „ტრანსსექსუალიზმი.“ ამჟამად ნიკოლოს მეორადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან. გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის არსებული შეუსაბამობის გამო ნიკოლო არაერთხელ გამხდარა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი და შექმნია პრობლემა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს. აღნიშნულის გამო, 2015 წელს მომჩივანმა ჯერ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, შემდგომ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა და მის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის მდედრობითიდან მამრობითით შეცვლა მოითხოვა. აღნიშნულზე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი. მომჩივანმა ადმინისტრაციული ორგანოების უარი ეროვნული სასამართლოების წინაშე გაასაჩივრა. ეროვნულმა სასამართლოებმა ნიკოლო ღვინიაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილეს განმარტეს რა, რომ პირს სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნებოდა მის ნამდვილ სქესთან. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. დღეის მდგომარეობით საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც მუდმივად ხდებიან დისკრიმინაციის და ძალადობის მსხვერპლნი", - აღნიშნულია განცხადებაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)