|
2019-10-21 15:56:04, 3863 ნახვა
მსოფლიო
ჩავუშოღლუ: თუ ქურთები 35 საათის განმავლობაში არ გავლენ, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ოფიციალური ანკარა სირიაში სამხედრო ოპერაციას სირიაში განაახლებს, თუ ქურთული სამხედრო ფორმირებები ტერიტორიას 35 საათის განმავლობაში არ დატოვებენ, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, ოფიციალური ანკარა ტერორისტებს ებრძვის. "35 საათი დაგვრჩა. თუ ისინი არ გავლენ, ჩვენ განვაახლებთ ოპერაციას. სირიის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი. თურქეთი ტერორიზმს ებრძვის და არა ქურთებს. თურქეთის სამხრეთ საზღვართან ცდილობდნენ დე-ფაქტო ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას და ანკარამ ეს მცდელობა აღკვეთა", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას დროებით შეწყვეტს. შეგახსენებთ, თურქეთმა სირიაში ჯარი 9 ოქტომბერს შეიყვანა და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. აღნიშნული ფაქტი ევროკავშირმა დაგმო. ევროგაერთიანების წევრმა ქვეყნებმა თურქეთის პრეზიდენტს ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს. პარალელურად ამერიკამ საკუთარი ჯარები ქვეყნიდან გაიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)