20:35 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 10:45:34, 3860 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა შესაძლოა Brexit-ი 2020 წლის თებერვლამდე გადადოს

ევროკავშირი Brexit-ს 2020 წლის თებერვლამდე გადადებს, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ვერ გაიყვანს, - ამის შესახებ The Times ევროგაერთიანებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გადავადება "მოქნილი" იქნება, რადგან თუ პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს დაამტკიცებს, ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას უფრო ადრე შეძლებს. მაგალითად წყაროს შემდეგი თარიღები მოჰყავს: 1-ელი ან 15 ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი.

მედიის ცნობით, თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც კანონპროექტი არ დამტკიცდება ან პარლამენტი კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას გადაწყვეტს, ევროკავშირის ქვეყნები ვადას 2020 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics