02:56 - 09 May, 2026
|
2019-10-12 14:52:03, 3591 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა - ქვეყანაში ევაკუაციაა გამოცხადებული
იაპონიაში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. გარდა ამისა, სტიქიის გამო, 800 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მედიის ცნობით, დედაქალაქ ტოკიოში გაჩერდება მეტრო, დაიხურება მაღაზიები, რესტორნები და აფთიაქები. სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავიაკომპანიებმა 800-ზე მეტი რეისი ჯერ კიდევ გუშინ გააუქმეს. ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მთავრობის წევრებს ყველა საჭირო ზომის მიღება დაავალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)