|
2019-10-11 14:27:44, 3663 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ლევან გოგიჩაიშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებებს ეხმაურება. როგორც ერემაძე აცხადებს, გოგიჩაშვილმა საზოგადოებას მის შესახებ მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. „პოლიტიკოსების მხრიდან არაკორექტული გამონათქვამები, თავდასხმები არაერთხელ დამიტოვებია პასუხის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების, როგორც უზენაესი ღირებულებისადმი ფრთხილი დამოკიდებულების, მოსამართლედ მუშაობისას თმენის ვალდებულების და საკუთარი თავისადმი პატივისცემის მიზეზით. ვიცოდი, რომ ასეთი იყო ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებების ფასი, გადაწყვეტილებებისა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობით საკითხები გადაწყდა ადამიანის უფლებების სასარგებლოდ, რასაც, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლება ძალიან მტკივნეულად აღიქვავდა, უფრო სწორად, ისე აღიქვავდა და გამოხატავდა, როგორც ესმოდა და შეეძლო. თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას (რომელიც გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან - ზაზა თავაძესთნ გასაუბრების დროს), რადგან ის, დეპუტატის მოსაზრებების გარდა, ფაქტობრივი გარემოებების აღწერის მცდელობასაც ეფუძნებოდა. ბატონო ლევან, რაკიღა მიეცით თავს უფლება, ასე უხეშად და უაპელაციოდ შემხებოდით, იძულებული ვარ აგიხსნათ, რომ საზოგადოებას მიაწოდეთ მცდარი, არასწორი ინფორმაცია, თითოეული წინადადება/ფრაზა იმდენად არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რომ თქვენი თხრობის დასასრულს გამაოგნებელი იყო საკუთარი სახელის და გვარის გაგონება. გასაკვირია და დასანანიც, რომ „სამართლიანობის აღდგენისთვის“ მებრძოლმა დეპუტატმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის (ზაზა თავაძის) დასაკავებელ თანამდებობასთან ადეკვატურობის შემოწმებისას, მის ერთადერთ ან მთავარ მინუსად, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემთან ერთად მუშაობის „სამარცხვინო“ წლები მიიჩნიეთ, რადგან გამორიცხეთ „ჩემნაირი მორალის“ მქონე მოსამართლისადმი მოსარჩელეების პოტენციური ნდობის შესაძლებლობა. გავკადნიერდები და გეტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის 10 წლის მანძილზე, აბსოლუტურად ყველა, თითოეულ საქმეზე დაუღალავად და უდიდესი სიამოვნებით ვშრომობდი ადამიანის უფლებებისთვის, ამასთან მქონდა მყარი განცდა, რწმენა, რომ სწორედ ამ გზით ვიბრძოდი საკუთარი თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, პროფესიისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ გულწრფელი ხართ სამართლიანობისთვის ბრძოლაში. უყოყმანოდ გისურვებთ წარმატებებს ამ გზაზე, რადგან როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური სასამართლო ყველაზე ფუნდამენტურ საკითხად მიმაჩნია თითოეული ჩვენგანის თავისუფალი, თამამი, ლაღი განვითარებისთვის. ოღონდაც დამოუკიდებლობას ნუ ეძებთ მონობაში და ნურც წესიერებას შეამოწმებთ უწესობით, რადგან კვლავ გაწბილდებით, რასაც ნამდვილად ვერ გისურვებთ“, - ნათქვამია ქეთევან ერემაძის განცხადებაში.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)