|
2015-07-16 13:23:51, 376 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ათონელის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასვლა განიხილებოდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასვლა განიხილებოდა. როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავდაპირველად, ირინე იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციში გადასვლას დათანხმდა, თუმცა, რეზიდენციაში ფართის გადაცემის შემდეგ, იმერლიშვილმა იქ გადასვლაზე უარი განაცხადა. ცქიტიშვილის ინფორმაციით, ირინე იმერლიშვილმა უარი იმ მოტიცით თქვა, რომ ეს ფართი საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მაია ცქიტიშვილისთვის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. "დიახ განიხილებოდა. თქვენ ნახეთ მიმოწერა და ვადასტურებთ ამ მიმოწერის სინამდვილეს.ჩვენ პირველად მივმართეთ უშიშროების საბჭოს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში თხოვნით, გადასულიყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან. შემდეგ ივლისის დასაწყისში შეთავაზებული იყო უშიშროების საბჭოსთვის ათონელის რეზიდენცია და ქალბატონ ირინას ჰქონდა თანხმობა გაცხადებული იმაზე, რომ გადავიდოდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ ამ რეზიდენციაში. შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ, როგორც ქონების განმკარგველმა უწყებამ, გადასცა მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ათონელის შენობაში გარკვეული ფართი, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ეს ფართი იქნა გადაცემული, უკვე მივიღეთ ირინას უარი ამ ფართში გადასვლასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ეს ფართი არ შეესაბამება საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს. გაუგებარია, რა თქმა უნდა, ცოტა გაურკვევლობას იწვევს ეს. მოგეხსენებათ, რომ ათონელის რეზიდენცია თავიდანვე იყო გამიზნული პრეზიდენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციით და მათი მონაწილეობით შემუშავდა გეგმარება, და შესაბამისად, იყო უმაღლესი სტანდარტით შესრულებული, 26 მილიონზე მეტი დაიხარჯა ამ ობიექტზე და ნამდვილად ის არგუმენტი, რომ ეს შენობა არ შეესაბამება ამ თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურის საჭიროებებს, ნამდვილად მაქვს ნანახი ავეჯით გაწყობილი, მზა შენობა დგას და ელოდება, როდის გადავა იქ სტრუქტურა, რომლისთვისაც ის თავიდანვე შენდებოდა. ასე რომ, მე გიდასტურებთ, რომ ამ ეტაპზე ასეთი ვითარება გვაქვს",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ამასთან, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველ მდგომარეობაში პრეზიდენტს დაქვემდებარებული კიდევ ერთი სტრუქტურა აღმოჩნდება. "მზაობა არის, შეთავაზებულია ეს შესაბამისი ფართი, რაც უშიშროების საბჭოს აპარატს ჰქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ადეკვატური ფართი შეთავაზებული, მიღებული და გადაცემული იქნა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს უარი და სურვილი, რომ ავლაბრის რეზიდენციაში გაედასულიყო უშიშროების საბჭოს აპარატი მაშინ, როდესაც ეს შენობა არ არის გადაცემული მათ სარგებლობაში, ისევე როგორც არ არის გადაცემული პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარგებლობაში და შესაბამისად, ის გაურკვევლობა, რაც ამ ფართან დაკავშირებით არის, სამწუხაროდ პრეზიდენტს დაქვემდებარებული კიდევ ერთი სტრუქტურა აღმოჩნდება ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში",-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)