|
2019-10-09 12:47:22, 2500 ნახვა
სამართალი
თადუმაძე - ის, რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს
„ის რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის, არაფერს არ ამბობს, იმიტომ, რომ დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის“, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 20 ივნისის საქმის გამოძიების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც თადუმაძემ განმარტა, საქმეზე გამოძიებას აწარმოებს როგორც შსს, ისე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, თუმცა მისივე თქმით, საქმის ის ნაწილი, რომელსაც პროკურატურა იძიებს ბევრად უფრო რთულია. „20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩართულია ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს თავისი ქვემდებარეობის მიხედვით გამოძიებას და მეორე მხრივ, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, რომელიც სამართალდამცველების მიერ შესაძლო ჩადენილი გადაცდომებზე რეაგირებას ახდენს. ზოგადად გამოძიების ნაწილში დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით - იქ 4-ია აქ 67 და რა ხდება? მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე, რომ შსს ახორციელებს გამოძიებას იმ ნაწილში, რომელიც თავისი საგამოძიებო ხასიათიდან გამომდინარე გაცილებით მარტივია, ვიდრე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის. უამრავი ვიდეომასალა, რომელსაც გამოძიება ამუშავებს, მოქალაქეების იდენტიფიცირებები გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით იმყოფებოდნენ აღნიშნულ აქციაზე. ის შემთხვევები, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ყველა ეს პირი ბრალდებულად არის ცნობილი და ის შემთხვევები, სადაც ამ პირების მიერ განხორციელოებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა ის პირი დაზარალებულად ცნობილია. გამოძიებას, როგორც ჩემი ისე ნებისმიერი ზედამხედველი კურატორის მხრიდან აქვს მითითება, რომ როგორც კი იქნება შესაბამისი სტანდარტი შექმნილი, მოხდეს პირის როგორც ბრალდებულად ისე დაზარალებულად ცნობა. ის რომ 67 პოლიციელია და 4 მოქალაქე დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის, არაფერს არ ამბობს, იმიტომ, რომ დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით. მესმის პოლიტიკური სურათი, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს პროკურატურის და იურიდიული მსჯელობის საგანი არ არის. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის და იურიდიულად. ეს პოლიტიკურია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და რეაგირება არ ხდება. ვინ ჩაიდინა კონკრეტულად და რა დანაშაული, ეს გამოძიების საკითხია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)