|
2019-09-25 14:56:55, 6006 ნახვა
მსოფლიო
„ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც 6 წლის არის“ - ზელენსკი ტრამპის მუქარას უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლას უარყოფს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მასზე ზეწოლის განხორციელებას ვერავინ შეძლებს, რადგან ის დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტია. "ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ჩემი ვაჟია, რომელიც 6 წლის არის. უკრაინა დაელაპარაკება ამერიკას მხარდაჭერის შესახებ, მაგრამ არაფრის თხოვნას არ აპირებს. უკრაინა ახალი, ძლიერი ქვეყანაა და არ აპირებს ვინმეს რამე სთხოვოს, პირიქით შეუძლია ვინმეს დაეხმაროს", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ. ცნობისთვის, საქმე ეხება სატელეფონო საუარს, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის ივლისში შედგა. ამ საუბრის შინაარსმა ამერიკის "დემოკრატიული პარტიის" კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, როგორც "დემოკრატები" აცხადებენ, ტრამპი ზელენსკის დაემუქრა, და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაედინის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ამასთან, როგორც თეთრი სახლის ლიდერის ოპონენტები ამტკიცებენ, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებდა. ხსენებული ბრალდებების შემდეგ, "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)