|
2019-09-25 12:39:39, 6195 ნახვა
მსოფლიო
„დემოკრატებმა“ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს
ამერიკელმა „დემოკრატებმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, "დემოკრატიული პარტიის" წარმომადენელმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. როგორც პელოსიმ განმარტა, საქმე ეხება თეთრი სახლის ლიდერის და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს. „პრეზიდენტმა აღიარა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ისეთი ნაბიჯის გადადგმა სთხოვა, რაც მას პოლიტიკური ქულების დაწერაში დაეხმარებოდა. ამით, დონალდ ტრამპმა კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ. ტრამპს ოპონენტები უკრაინის პრეზიდენტისადმი მუქარაში ადანაშაულებენ. კერძოდ, "დემოკრატები" ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი ზელენსკის დაემუქრა სამხედრო დახმარების შეწყვეტით, თუ ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის შვილთან დაკავშირებულ კორუფციულ ბრალდებებს არ გამოიძიებდა. 2014 წელს ჰანტერ ბაიდენმა უკრაინულ გაზის კომპანია "ბურისმაზე" დაიწყო მუშაობა და მისი სახელი გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებდა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას თავას ტრამპი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "კუდიანზე ნადირობის" მორიგი მცდელობაა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)