06:14 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 12:01:01, 1688 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ბრალდებულებს 10 და 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებულები ზ.ა. და ი.მ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 4 მარტს, ქ. აბაშაში,  ყაჩაღობისთვის  ნასამართლევი ზ.ა. და ი.მ. ნიღბებით და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ყაჩაღურად თავს დაესხნენ მ.ჩ-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა მ.ჩ-ს ოჯახის წევრებს, მათ შორის მის არასრულწლოვან შვილს ხელ-ფეხი წებოვანი ლენტით  შეუკრეს  და მაგიდაზე მიაბეს, შემდეგ კი სახლიდან  დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„სამართალდამცველებმა ზ.ა. და ი.მ.  2018 წლის დეკემბერში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულიად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ  ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ყაჩაღობისთვის ადრე ნასამართლევ ზ.ა.-ს 10 წლით, ხოლო ი.მ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics