08:40 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 19:17:06, 2907 ნახვა

სამართალი
„ფულის გათეთრებას ყველაგან აკვეტებენ, სადაც შეუძლიათ“ - გვარამიამ პროკურატურა დატოვა

დაელოდეთ „მთავარ არხს“ და ყველანი გამოხვალთ იმ ინფორმაციული ვაკუმიიდან, რომელშიც ახლა ხართ, - ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურტურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხვალ გაირკვევა, თუ რა აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა.

„ძლიერი ნერვები მაქვს და სამართლებრივად ადამიანეთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, იმათმა იკითხონ, ვისაც მოუწევთ. ფულის გათეთრება, სავარაუდოდ, დამატებულია, იმიტომ რომ მე გამიჭირდეს კომუნიკაცია ინვესტორებთან და უკვე ყველგან აკვეტებენ, სადაც შეუძლიათ. მორჩა მეგობრებო დაიხურა ისტორიის ეს ფურცელიც, მთავარი არხი იწყება და ის გახდება საუკეთესო. აღკვეთი იქნება ხვალ, ვერაფერს ვერ ვიტყვით რა იქნება. ერთადერთი მე, სადაც გამომიძახეს და როცა გამომიძახეს, ხედავთ რომ მოვედი. უკრაინაში მჭირდებოდა სხვათაშორის წასვლა, ეს არ გამიხმოვანებია და არ გამიშვეს, მაგრამ მაინც შევძელი მათთან კომუნიკაცია ინტერნეტ თათბირით და გადაწყვეტილებებიც მშვენიერი გამოვიტანე იქიდან. ამიტომ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგად არის, დაელოდეთ „მთავარ არხს“ და ყველანი გამოხვალთ იმ ინფორმაციული ვაკუმიიდან, რომელშიც ახლა ხართ“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics