|
2019-08-22 20:14:31, 2947 ნახვა
სამართალი
ხაზარაძე: მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, არავის ეგონოს, რომ გვეშინია
შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე, როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში, ვართ პირნათელი - ეს განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძესთვის წაყენებული ბრალის დაზუსტების მიზნით იყო დაბარებული. მამუკა ხაზარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდა წევრების ნაწილს მიმართა და ჰკითხა, მოსწონთ თუ არა ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალი. "მთელი ჩემი და ბადრის ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ჩვენი პარტნიორები ადგილობრივი თუ საერთაშორისო და შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს რომ ჩვენ გვეშინია რამის, ან ყადაღის დადების გუშინ რაც გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების. მე მინდა მივმართო ოცნების ახალგაზრდა წევრების ნაწილს, რომლებმაც თავისი განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი წელი, შეიძლება მეტიც დემოკრატიის, მართლმსაჯულების და ჰქონდათ იმედი, რომ თავის ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ მაშინ, იმიტომ რომ გვეგონა ეს ის ნაწილი იყო ამ პარტიის თუ მოძრაობის, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა, მე მინდა მათ ვკითხო - ეს სახელმწიფო ნახეთ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით, გაჩუმებულები რომ ხართ? ესეთი მართლმსაჯულება მოგწონთ თქვენ, რაც ახლა ხდება? შერჩევითი სამართალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)