|
2019-08-21 19:08:03, 1460 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ხაზარაძე და ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ
„თიბისი ბანკიდან“ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათი ანგარიშების დაყადაღების განჩინებას 48-საათიან ვადაში გაასაჩივრებენ, – ამის შესახებ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ადვოკატის განმარტებით, რომ ყადაღის შესახებ განჩინებას დასაბუთებული ნაწილი არ გააჩნია. „ზოგადად, როცა რაიმე იურიდიულ დოკუმენტს ასაჩივრებ, ასაჩივრებ მის არგუმენტაციას და დასაბუთებას. ასეთი ნაწილი განჩინებას არ გააჩნია. ასევე ყადაღა მოთხოვნილია წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ თაღლითობას და ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს, არამედ საქმე გვაქვს სესხთან, რადგან სწორედ წილების შესაბამისად მოხდა სესხება იმის გამო, რომ ამ წილების შესაბამისადვე დაფარულიყო კაპიტალის შესავსები გამოყენებულო თანხა. უბრალოდ წარმოუდგენელია და ახალი სიტყვაა კრიმინოლოგიაში, როცა ფულის თაღლითობით დაუფლება და გათეთრება ხდება წილების შესაბამისად. პროკურატურის ლოგიკით, ფული უკანონოდ, თაღლითური გზითაა წამოღებული ,,თიბისი ბანკიდან“ და ამ დროს დაზარალებულად არავინაა ცნობილი. საინტერესოა, დაზარალებულის არარსებობის დროს, ვისთვის აყადაღებს და აგროვებს ფულს სასამართლო, მაშინ, როცა არც კი განმარტავს სსსკ 151-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე შემთხვევიდან რომელთან გვაქვს საქმე, ამ ნორმას რომ იყენებს“, – აცხადებს ზვიად კორძაძე.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)