|
2019-08-21 17:24:15, 1365 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნას აშშ-ს საელჩო ეხმაურება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნას ამერიკის საელჩო ეხმაურება. მათივე გაანცხდებით, ზურაბ სანიკიძე, ამერიკის საელჩოს ლიდერთა პროგრამისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის მმართველობის სკოლის კურსდამთავრებულია. „ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დაწინაურებას და მიღწევას“, - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზურაბ სანიკიძე უხელმძღვანელებს. იგი პროფესიით იურისტია (საერთაშორისო სამართალი). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; მინიჭებული აქვს ორი უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრის ხარისხი, კერძოდ: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის – საერთაშორისო საჯარო სამართლის და ადამიანის უფლებების სპეციალობით, ასევე, გაეროს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების უნივერსიტეტის – საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით. ზურაბ სანიკიძემ წარმატებით გაიარა მენეჯმენტისა და სტრატეგიული დაგეგმარების პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. ასევე, წარჩინებით დაამთავრა საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა სამართლის სხვადასხვა კურსი სტრასბურგის რენე კასინის სახელობის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, საერთაშორისო სწავლების ჟენევის უნივერსიტეტსა და სისხლის სამართლის მეცნიერებათა უმაღლესი სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტში. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი და პროგრამა საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით – John Smith Trust Fellowship-ის პროგრამა დიდ ბრიტანეთში, International Visitor Leadership-ის პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვ. 2015 წლის იანვრიდან 2019 წლის 12 აგვისტომდე იყო იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; 2010-2014 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად, ხოლო შემდეგ – დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2012 წელს მუშაობდა ჰააგაში, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციაში; 2008-2010 წლებში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მართლმსაჯულების დეპარტამენტსა და გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოში; 2007 წელს სტაჟიორად მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. ზურაბ სანიკიძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობის განმავლობაში, ex officio, იყო: სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს მდივანი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი; ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ფორუმის თავმჯდომარე; საქართველოს წარმომადგენელი/კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ პლატფორმაზე; საქართველოს წარმომადგენელი/ექსპერტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის ოფისში (UNODC), გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) შეფასების ნაწილში; იუსტიციის მინისტრთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი OGP-ის კომიტეტებში და სხვ. დღემდეა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (GRECO, OECD/ACN). ზურაბ სანიკიძე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში (სალექციო კურსი – საერთაშორისო სისხლის სამართალი), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (სალექციო კურსი – საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სალექციო კურსი – ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპები საერთაშორისო სისხლის სამართალში). მას გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო პუბლიკაცია როგორც ეროვნულ, აგრეთვე, საერთაშორისო გამოცემებში. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციაში, სემინარებში, ტრენინგებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვ. ზურაბ სანიკიძე არის სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. ფლობს რამდენიმე უცხო ენას: ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულს.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)