|
2019-08-10 13:35:41, 1254 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქვეყნის მასშტაბით 479 სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფმა თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორის 479 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა. სტაჟირების გავლა შესაძლებელია თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში. სტაჟიორის ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორისაა: გამომძიებელი, ინსპექტორი და ფსიქოლოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ექსპერტი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ასევე სტაჟირება გამოცხადებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, 112-ში, სასაზღვრო პოლიციაში, ადამიანური რესურსების მართვის და ეკონომიკურ დეპარტამენტებში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო სტაჟიორები სამინისტროში 99 ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღებიან. აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 ივლისს გამართულ დასაქმების ფორუმზე გააცნო. ფორუმის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა. სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის კუთხით. საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://hr.police.ge. პოზიციაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 სექტემბერი.
(NS)
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)