12:14 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-10 11:28:43, 1247 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ოჯახში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ს. თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეუღლეს - 1980 წელს დაბადებულ ლ.წ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. სამართალდამცველებმა გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 5 აბი.

„გამოძიება ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics