|
2019-08-06 11:58:28, 1732 ნახვა
სამართალი
1 პირის მკვლელობის და 2 პირის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში შ.ვ.-სთან ვალის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით მ.გ. ახლობლებთან - ნ.ფ.-სთან და კ.ს.-სთან ერთად მივიდა. მ.გ.-მ მისი თანხის - 14 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა შ.ვ.-ს, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. შ.ვ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ.გ.-ს კუთვნილ „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მ.გ.-ს მუცლისა და ფეხის არეში ნ.ფ.-ს კისრისა და მუცლის არეში მიაყენა ჭრილობები. შ.ვ.-მ ასევე მოკვლის მიზნით კ.ს.-ს მიმართულებით გაისროლა და მას შემდეგ რაც ააცილა, იარაღი შუბლის არეში მიადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა ვინაიდან იარაღში ვაზნები აღარ იყო და განზრახვა სისრულეში ვეღარ მოიყვანა. შ.ვ.-მ მიისაკუთრა მ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ნ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ვინაიდან შ.ვ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება), სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა შ.ვ. 2018 წლის 17 ივნისს საგარეჯოს რაიონში დააკავეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)