12:14 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 16:00:51, 2240 ნახვა

სამართალი
მიხეილ კალანდიას ოჯახი სხდომების გახსნას ითხოვს - ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სიტყვით გამოვიდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ამასთან, დაცვის მხარემ სხდომების გახსნის შუამდგომლობა დააყენა. 

აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სხდომას არასრულწლოვანი არ დაესწრება ის გახსნილი იქნება. 

"სასამართლომ განიხილა ჩვენი შუამდგომლობა, თუმცა, ვინაიდან ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა დახურულ რეჟიმში თქვა, ჩვენი შესავალი სიტყვაც დახურულ რეჟიმში მოისმინა. თუ შემდეგ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმე იქნება მოსული, დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. თუ სრულწლოვანი მოწმე იქნება, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას გახსნასთან დაკავშირებით", - განაცხადა კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics