|
2019-08-05 14:47:50, 2199 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაიქცა
გერმანიაში, ბავარიის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა, - ამის შესახებ augsburger-allgemeine იუწყება. მედია საშუალების ინფორაციით, 37 წლის ვ.ბ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 36 წლის თურქეთის მოქალაქესთან ერთად გაიპარა. მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა შეძლეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით მიიმალნენ. ბოლოს პატიმრები მემინგენის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. გერმანული მედია წერს, რომ პატიმრების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს და მასში ვერტმფრენია ჩართული. ამასთან, გერმანული პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)