18:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 10:07:30, 1396 ნახვა

სამართალი
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

კახაბერ ქემოკლიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 2018 წლის აპრილიდან დღემდე ეკავა.

2001-2007 წლებში მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის განხრით.

2010-2011 წლებში ევროკომისიის სრული სტიპენდიით ლეიდენის უნივერსიტეტში (ლეიდენი, ნიდერლანდები), მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში.

2008 წელს, აშშ-ის მთავრობის სრული სტიპენდიით სტაჟირება გაირა აშშ-ში (ქ. სიეტლი, ვაშინგტონის შტატი), არასამთავრობო ორგანიზაცია "EarthCorps"-ში.

2005-2010 წლებში კახაბერ ქემოკლიძე საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. საჯარო სექტორში მუშაობა 2011 წელს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციიდან დაიწყო.

2012-2013 წლებში ის გახლდათ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2015-2018 წლებში მან საქმიანობა განაგრძო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს), საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

2012 წლის ივნისიდან - 2018 წლის აპრილამდე, ის იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე (ერგნეთი /გალი). 2016-2018 წლებში ის ასევე იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების „სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის" შეხვედრებზე.

დღეიდან კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, რომელიც პრემიერ-მინისტრის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი იქნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics