|
2019-07-30 13:49:34, 1365 ნახვა
სამართალი
შსს-მ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - ლევან კაკავამ და ნინო ჯავახაძემ, თბილისში (ფანჯიკიძის ქუჩა N6), დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვისცენტრი გახსნეს. მინისტრის მოადგილეებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან - გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ახალი ცენტრი დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს დეტალურად გაეცნენ. ახლად შექმნილი ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. დაცვის პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნის შემდეგ, დღეიდან, მოქალაქეებს უკვე საშუალება აქვთ, დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში შესაძლებელი იქნება 30 მდე მომსახურების მიღება: მათ შორის - დაცვის ტექნიკური საშუალებების მოსარგებლე პირისთვის, ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილების განხორციელება, განაცხადის მიღება/ცვლილება, მომსახურების დროებითი შეჩერება და შეწყვეტა; GPS მომსახურების განაცხადის მიღება და მომხმარებლის დეტალურად ინფორმირება; საპოლიციო ძალით დაცვის ხელშეკრულების გაფორმება; დაცვა-გაცილების მომსახურების ყველა საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მიწოდება; პირადი დაცვის აყვანა, ტარიფების გაცნობა და საჭირო აპლიკაციების ადგილზე შევსება, ინკასაციის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმება და პირადი კონსულტაცია. დღემდე, დაცვის პოლიციის სერვისებით სარგებლობისთვის მოქალაქეს უწევდა რთული პროცედურების გავლა, რაც გულისხმობდა ერთი მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ადგილზე მისვლის აუცილებლობას. სწორედ აქედან გამომდინარე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გაიხსნა მომსახურების ცენტრი, სადაც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაცვის სერვისით სარგებლობისთვის ყველა საჭირო პროცედურა ერთ თანამედროვე სივრცეშია ხელმისაწვდომი. დაცვის პოლიციაში განხორციელებული რეფორმა მხოლოდ თბილისს არ ეხება. დედაქალაქში გახსნილი მომსახურების თანამედროვე ცენტრის პარალელურად, საქართველოს ყველა რეგიონულ სამმართველოში სერვისცენტრის თითო წარმომადგენელი იმუშავებს. მომსახურების ცენტრის გარდა, სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისთვის 112-ის სამსახურმა შექმნა ახალი GPS პროგრამა, რომლის საშუალებითაც ოპერატიული რეაგირების ჯგუფების გადაადგილების დრო მინიმალურად შემცირდება. კერძოდ, განგაშის სიგნალის შესვლისას, ეკიპაჟს ავტომობილში ჩამონტაჟებულ კომპიუტერულ პროგრამაზე ერთიანი რეაგირების ცენტრიდან ობიექტის ზუსტი მისამართი და ფოტომასალა გაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 000-ზე მეტ ობიექტს ემსახურება. მათ შორის 6 000-ზე მეტი თბილისში მდებარეობს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ მომსახურებას: საპოლიციო დაცვა, დაცვა ტექნიკური საშუალებებით, დაცვა-გაცილება, ესკორტი, ინკასაცია, GPS მომსახურება. გარდა ამისა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახური.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)