15:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 11:48:19, 2062 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გამოძიების შესახებ სასწავლო კურსი ჩატარდა.

სწავლების მთავარი მიზანი იყო სამართალდამცველებისთვის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ფაქტის გამოძიების სწორად წარმართვის, მტკიცებულებების ამოღების და შემთხვევის ადგილის მართვის უნარების გამომუშავება.

სასწავლო კურსს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს პრაქტიკოსი ექსპერტები უძღვებოდნენ.

სწავლებაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სასწავლო კურსის მონაწილეები მასობრივი განადგურების იარაღისა და საშიში ნივთიერებების ამოცნობის დეტექტორების და სხვა დამცავი აღჭურვილობის გამოყენების სპეციფიკას, ასევე, საშიშ გარემოში მტკიცებულებების შეგროვებისა და მტკიცებულებების დეკონტამინაციის პროცედურებს გაეცნენ.

კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics