09:34 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 17:44:43, 2065 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა.

კალანდიას ადვოკატი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

თუმცა, ბრალდების მხარემ  შესავალ სიტყვაში ისაუბრა მტკიცებულებებზე, რომელთა გამოკვლევა შემდეგ პროცესებზე მოხდება.

"ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ათეულობით წერილობითი მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერები, სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება. დაახლოებით 150 მოწმეა დასაკითხი“, - განაცხადა პროკურორმა ბესიკ კვარცხავამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი დავით სარალიძის მკვლელობაში ედება. ის შსს-მ 4 ივნისს დააკავა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics