|
2019-07-24 11:52:23, 1420 ნახვა
სამართალი
ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ინტერესთა კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ინტერესთან კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს. როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი კანდიდატი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე საბჭოს ერთ-ერთი წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, რომელიც კონკურსანტებთან გასაუბრებაში მონაწილეობს. „ლევან თევზაძე გახლავთ ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა. ვნახოთ, მიიღებს თუ არა გასაუბრებაში მისი ფაქტობრივად ოჯახის წევრი მონაწილეობას და ახლო ნათესავების კონკურსებში მონაწილეობა, ერთის მხრივ, ერთია, რომ ზის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხოლო მეორე არის კანდიდატი, არის ძალიან აშკარა, ცხადი და სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი. მე პირადად გამოვთქვი არაერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პროტესტი, თუმცა არც ირაკლი შენგელიას ეს არ გაუთვალისწინებია და არც სხვა წევრს, რომელსაც ასევე ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი და თქვენ გახსოვთ, რომ თამარ ონიანი ესწრებოდა თავისი მაზლის გასაუბრებას და მას არცერთი კითხვა მისთვის არ დაუსვამს, თუმცა არც აცილების საკითხი არ დაუყენებია, ანუ ერთგვარად კითხვასაც არ სვამენ და ამავდროულად, თან მონაწილეობენ გასაუბრებაში. ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ეს რა სტანდარტია. თუ გასაუბრებაში მონაწილეობენ, მაშინ ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა და დასვან შეკითხვები თავისი ახლო ნათესავების მიმართ“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. ცნობისთვის, საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, ლევან თევზაძეს, ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)