|
2019-07-21 21:03:25, 6438 ნახვა
მსოფლიო
ეგზიტპოლი - უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლოდიმირ ზელენსკის პარტიამ 44.4% მხარაჭერა მოიპოვა - Live
უკრაინის პრეზიდენტის ვლოდიმერ ზელენსკის პარტიამ "სლუგა ნაროდა" (ხალხის მსახური) უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 44.4 % მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შესახებ, ნაციონალური ეგზიტპოლზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწება. "მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა პარტიაში ამ მძიმე და ცხელ დღეებში, არჩევნების სრულყოფილად ჩატარებისთვის. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის" აღნიშნა კრაინის პრეზიდენტმა. მეორე ადგილზე გავიდა პრო რუსული პარტია "ზა ჟიტია" რომელსაც პუტინის ნათესავი ხელმძღვანელობს. მან ხმათა 12. 5 % მიიღო. მესამე ადგილზეა 8.5 % ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს პარტია "ევროპული არჩევანი" ასევე პარლამეტში გავიდა იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა" 7.7% და მომღერალის სტანისლავ ვაკარჩუკის პარტია "გოლოსი" 6.0 % არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა" უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)