|
2019-07-18 14:04:08, 1850 ნახვა
კომენტარი
„ეს არის სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაცია“ - ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს პასუხობს
„დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა“, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელმაც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც გვარამიამ განმარტა, მინისტრის განცხადება, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეუძლია არხი დაირეგისტრიროს, სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციაა. „მინდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის მიბმული იყო რუსთავი 2-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის, დაუშვებლად იქნა ცნობილი. მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს ახლა სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს არხს იმიტომ რომ ეს ასეა, სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა და იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი ეჭვი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედევად უმძიმესი გადაწყვეტილებისა სტრასბურგის სასამართლოსი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“, - განაცხადა გვარამიამ. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მიიღებს გასაჩივრებას მოსამართლეთა შესაძლო მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, ვითარება სრულიად შეიცვლება, ამიტომ არხის ქიბარ ხალვაშზე დარეგისტრირება არ უნდა მოხდეს. „იმ შემთხვევაში თუ დაადგენს, რომ მაგალითად პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში და თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით, შეიძლება იყოს თანამდებობრივი დანაშაული. მე მოვუწოდებ ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ ამ საკითხზე. ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, არ იქნეს გადაფორმებული არხი ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და არასწორი ინტერპრეტაციით მხოლოდ ერთი ადამიანის. ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და „რუსთავი 2“-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების, რომლის დაკმაყოფილებაც გამოიწვევს საქმის სრულ დაშლას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თვითონ იუსტიციის მინისტრმა გახსოვთ რომ თქვა, ჯერ ვანო მერაბიშვილი ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამი თვე გასასაჩივრებლად და შემდეგ დიდი პალატის მიერ განხილვის დასრულებამდე ვანო მერაბიშვილი მეთვრამეტე მუხლის დარღვევას ვერ გამოიყენებს თავის სასარგებლოდო. რით არის განსხვავებული „რუსთავი 2“-ის საქმე?!“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)