|
2019-07-18 13:03:06, 1314 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო „რუსთავი 2“, ახლა კი, მიაქვს - ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტასბურგის სასამართლოს გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სურს. ყოფილმა პრეზიდენტმა სხვაასხვა პოლიტიკურ პარტიებს საერთო მობილიზაციისკენ მოუწოდ. "ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, საქართველოს ტყეები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა და მთლიანად ჩაიგდო ხელში პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები, მმართველობის უკლებლივ ყველა რგოლი. ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს იყო „რუსთავი 2“, ახლა ივანიშვილს ის მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება? წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თუ ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად, მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო და გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს? მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას ამ უბედურებასთან. მოგიწოდებთ მობილიზაციისკენ. ახლა სსაგანგებო სიტუაციაა. გვერდზეე გადავდოთ შვებულებები, დასვენები და გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ არ უნდა ჩაიგდონ ხელში საქართველო", - განაცხადა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)