|
2019-07-17 18:29:16, 1677 ნახვა
კომენტარი
გახარია: შსს-ს და პირადად ჩემი საზრუნავი უკანონო აქციის შეწყვეტის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვაა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. "დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩემი პირადად და მთავრობის ძირითადი საზრუნავი არის ამ ღონისძიების დროს, ძალადობრივი, უკანონო აქციის შეწყვეტის დროს ჩვენ დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა. ეს არის ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც უნდა გამოყოს ყველა ის ორგანიზატორი, რომელმაც პირდაპირი მოწოდებით, პოლიტიკოსებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა მშვიდობიანი აქცია გახადეს ძალადობრივი, რასაც შემდგომ მოჰყვა ორგანიზებული, ძალადობრივი, სისტემური შტურმი საქართველოს პარლამენტზე და ამ შტურმის მოსაგერიებლად საქართველოს პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, და შემდგომ, მეორე რიგში გამოძიების თითოეული დეტალი გახდეს საჯარო საზოგადოებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბოლქვაძე გულგრილობაში დაადანაშაულა
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ გიორგი დავითაძე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს
სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)