|
2019-07-16 14:38:14, 1511 ნახვა
სამართალი
საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტები გამოვლინდნენ
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტები დაასახელეს. სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის ფინალში 4 გუნდი (12 მონაწილე) გადავიდა. პროექტის მონაწილეებს მიხეილ სარჯველაძემ და კრისტიან ურსემ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა და მას ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და თანამშრომლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ეროვნული შეჯიბრის პარტნიორია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა, სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“. ევროპის საბჭო ღონისძიებას მხარს უჭერს ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილის ფარგლებში. ეროვნული შეჯიბრის ფინალისტებს მოუწევთ 3 საერთაშორისო სასამართლოს − ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს − იმიტირებული პროცესის გავლა. წარმატებულ ოთხ გუნდს შორის ეროვნული შეჯიბრის ფინალი ივლისის ბოლოს გაიმართება. პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე და ის მიზნად ისახავს სტუდენტებში საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათი პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ფინალში გასვლამდე აპლიკანტებს რამდენიმე ეტაპის გავლამ მოუწიათ − რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტებმა გაიარეს ტესტირება, მოამზადეს წერილობითი პოზიციები, გაიარეს გასაუბრება. პროექტში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაციის გავლა შეეძლო ერთზე მეტ გუნდს. პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია „საქართველოს“ (ELSA Georgia) მიერ ხორციელდება.
(NS)
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)