|
2019-07-11 16:30:25, 1635 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი მელიას საქმეზე: ვფიქრობ, გავრცელებული კადრები მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, რომელიც „რუსთავი 2“-მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ბრალდების გასაბათილებლად გაავრცელა. ლომჯარია აღნიშნავს, რომ ამ ვიდეომაზალის შესწავლის საკითხს დააყენებს და მომავალ კვირაში საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის შედეგებს წარუდგენს. „რა თქმა უნდა ის ვიდეოკადრი რაც გავრცელდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რა თქმა უნდა მოვითხოვთ, რომ ეს მასალა შესწავლილი იყოს გამოძიების პროცესში. უნდა დადგინდეს რა კონტექსტში, როდის ჰქონდა აი, ამ საუბარს და განვითარებულ მოვლენებს ადგილი. მე ვფიქრობ, რომ იქნება ეს მნიშვნელოვან მტკიცებულება. იქით კვირაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ შევხვდეთ ჩვენს საკონსულტაციო საბჭოს, სადაც გავაცნობთ ჩვენი დაკვირვების პირველ შედეგებს. რა თქმა უნდა, ეს შედეგები გულისხმობს იმასაც, რამდენად იკვლევს პროკურატურა ყველა იმ მტკიცებულებას თუ გავრცელებულ ვიდეომასალას, რაც ვრცელდება მედიასაშუალებებში და, რა თქმა უნდა, ეს მასალაც ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნილი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას 20-21 ივნისის აქციის შემდეგ ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გუშინ საღამოს, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმმა აქციის დაშლა აქციის ლიდერებთან მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო, რის შედეგადაც მოლაპარაკება აღარ შედგა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)