05:13 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 19:25:48, 1847 ნახვა

სამართალი
პირი, რომელიც გიგა მაქარაშვილს მოკვლით ემუქრებოდა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს

პირი, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორს, გიგა მაქარაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს.

ამის შესახებ მაქარაშვილმა ჟურნალისტებს  თბილისის პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განუცხადა,

მისივე ინფორმაციით,  აღნიშნული პირი შეცვლილი სახელი და გვარით ემუქრებოდა, თუმცა მისი იდენტიფიცირება პოლიციამ უკვე შეძლო.

„ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შეხება არ მქონია, არასდროს არ მოუწერია ჩემთან, არავითარი კონტაქტი ჩემთან არ ჰქონია. ზუსტად გინებით იწყებს და მუქარით იწყებს, არც არანაირი ძველი ნაცნობობა და არც რამის გახსენება არ აქვს, არანაირი კონტაქტი არ მქონია. მეტიც, ეს კაცი არ არის დათო მაზანაშვილი, სხვა სახელით და გვარით არის მოსული, ბუნებრივია, რომ იმალება. თუმცა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიებში კარგად ვერ ერკვევა, არ ვიცი სახელი და გვარი, თუმცა, მე როგორც მივხვდი, ეს რა პროცედურებიც ჩატარდა იქ, სხვა სახელით და გვარით არის. მისი იდენტიფიკაცია უკვე მოახდინა პოლიციამ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები ძალიან მალე მოახდენენ რეაგირებას იმიტომ, რომ მსგავსი ადამიანები დიდ ფსიქოლოგიურ საფრთხეს წამოადგენენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთ სამინისტრომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დღეს მაქარაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ე.წ. „სქრინშოტი“ გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიმართ მუქარის ტექსტია ასახული.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics