|
2019-07-02 12:50:20, 1630 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ
თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს საჩივრით დაცვის და ბრალდების მხარეებმა მიმართეს. ბრალდების მხარე მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობას ითხოვდა, ხოლო ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაწესებული დამატებითი შეზღუდვების გაუქმებას. განხილვის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის საქალაქო სასაამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ანუ უცვლელად დაეტოვა. შესაბამისად მან არც ერთი მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება და მას დამატებითი კონტროლისთვის სამაჯურს დაუმაგრებენ. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მელიას ეკრძალება, როგორც პროკურორთან შეუთანხმებლად სახლიდან გადაადგილება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთება და მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია. მელიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)