|
2019-07-02 10:51:49, 1503 ნახვა
სამართალი
პროკურორი ნიკა მელიაზე: მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს გამოძიების მიზნების მიღწევას
ნიკა მელიას შემთხვევაში მხოლოდ პატიმრობა უზრუნველჰყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სააპელაციო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე გააკეთა. ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ რა სახის შეზღუდვებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული გირაოსთან ერთად, მოცემულ შემთხვევაში უსამართლოა. „ ბრალდების მხარეს დღესაც მიგვაჩნია, რომ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა, იმიტომ, რომ მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც, ზოგადად, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რა სახის შეზღუდვები იქნება გამოყენებული ნიკანორ მელიას მიმართ, გირაოს გამოყენება აპრიორი ჩვენ მიგვაჩნია მოცემულ შემთხვევაში უსამართლოდ და მიგვაჩნია, რომ რა ღონისძიებაც არ უნდა იქნეს გამოყენებული გირაოსთან ერთად, ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ გავასაჩივრეთ ეს გადაწყვეტილება და მოვითხოვთ , სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას“, - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე თემურ გოგოციამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას პასპორტიც ჩამოართვეს. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას შუამდგომლობა ალტერნატივის სახით სხვა შეზღუდვების დაწესებაზეც ჰქონდა დაყენებული, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტის ჩამორთმევაზეც.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)