2019-06-30 12:50:49, 1638 ნახვა
სამართალი
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანთან მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. სამმა ადამიანმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, ორი მამაკაცი კი ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ასევე დაშავდა მეორე ავტომობილში მჯდომი ერთი ადამიანი.
ოთხი დაშავებული, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,