|
2019-06-29 15:41:31, 2774 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ლიბერალიზმი მოძველდა - ლგბტ თემის უფლებების დაცვა ტრადიციების ხარჯზე არ უნდა მოხდეს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ლიბერალიზმი და ის იდეოლოგია, რომელზეც დასავლური ქვეყნების დემოკრატია დგას, უკვე მოძველდა, - ამის შესახებ კრემლის ლიდერმა Financial Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პუტინმა აღნიშნა, რომ ლიბერალიზმა თავისი თავი ამოწურა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს ეწინააღმდეგება. "ლიბერალების მცდელობა სხვებს საკუთარი სურვილი მოახვიონ თავს ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანა. ანგელა მერკელის ლიბერალობამ მიგრანტებთან არსებული კრიზის მოგვარებას შეუშალა ხელი. ლიბერალური გულისხმობს იმას, რომ საერთოდ არაფერი უნდა აკეთო. მოკალი, გაქურდე, გააუპატიურე - და შენ ამისთვის არაფერი, იმიტომ რომ მიგრანტი ხარ და შენი უფლებები უნდა დაიცვან. რომელ უფლებებზეა საუბარი? დააშავე და პასუხი უნდა აგო. ამიტომ ლიბერალიზმის იდეამ თავისი თავი ამოწურა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პრეზიდენტმა ლგბტ თემზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლგბტქ ადამიანებს რუსეთში პრობლემები არ აქვთ. მანვე დასძინა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა ტრადიციებისა და კულტურის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. "ყველა ბედნიერი იყოს, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მილიონობით ადამიანის კულტურის, ტრადიციებისა და ტრადიციული საოჯახო ღირებულებების ხარჯზე", - აღნიშნა პუტინმა. ცნობისთვის, იაპონიის ქალაქი ოსაკაში G20-ის სამიტი მიმდინარეობს, რომელიც დღეს დასრულდა. სამიტის ფარგლებში დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, მათ შორის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა გამართეს.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)