|
2019-06-27 15:57:16, 2772 ნახვა
სამართალი
მელია მოსამართლეს: მე ვნახე 93 დაჩოქილი დეპუტატი - თქვენი სამართლიანობის არ მწამს
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ მაქვს რწმენა, რომ თქვენ იქნებით პირუთვნელი, ობიექტური და სამართლიანი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიას. მელიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მოსამართლე, რომელიც მის საქმეს იხილავს, „კლანის წევრია“. „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაკავშირებით. მე ვნახე 93 დაჩოქილი დეპუტატი. არ მაქვს რწმენა, რომ თქვენ იქნებით პირუთვნელი, ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე. ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად ნაკარნახევი. თქვენ არ ხართ ჩეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ასეთ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდით, რომ არ იყოთ კლანის წევრი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომ თქვენ გული მოგილბოთ და სხვანაირი ნიკა მელია წარმოგიდგინოთ, რათა პატიმრობა არ შემიფარდოთ. ამას ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მელიას პროკურატურა სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)