05:15 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 15:19:05, 2437 ნახვა

სამართალი
შავგულიძე: მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია. თუ ვინმემ იქ დანაშაული ჩაიდინა, ჩაიდინა ხელისუფლებამ “, - ასე შეაფასა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის აღძვრის საკითხი.

შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გადაათამაშოს და სასამართლოს კარგად წარმოჩენის მიზნით, ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდოს.

„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია, ჯერ თავად ფაქტი არ არსებულა იქ ამ დანაშაულის შემადგენლობის და არცერთი დანაშაულის შემადგენლობის არათუ მელიას მოქმედებებში, არამედ არავის მოქმედებებში, იმ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვგულისხმობ. თუ ვინმემ იქ დანაშაული ჩაიდინა, ხელისუფლებამ ჩაიდინა. თავად იმ გამოსვლაში, როდესაც პროკურატურის წარმომადგენელი ცდილობდა დაესაბუთებინა, იმ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, რომ ზეპირად მაინც ეთქვა, თუ რა მტკიცებულებებს შეიძლება ეყრდნობოდეს ეს მოთხოვნა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ გადაათამაშოს, სასამართლო წარმოაჩინოს კარგად, ეს მას სჭირდება, ვინაიდან ამ საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომებზე სურს მურუსიძის სია დამტკიცოს უზენაეს სასამართლოში და ნიკა მელიას არ შეუფარდოს პატიმრობა, მაგრამ გამოიყენოს ისეთი შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიება, შინაპატიმრობა, აუკრძალოს კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია და ა.შ. მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა შავგულიძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში. 

შავგულიძე აღნიშნავს, რომ 20-21 ივნისს აქციაზე განვითარებულ მოვლენებში მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და, კონკრეტულად, შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics