|
2019-06-21 04:49:01, 1555 ნახვა
სამართალი
რუსთაველის გამზირზე დაკავებები დაიწყო - პოლიცია დემონსტრანტებს აედევნა
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. თავდაპირველად, სპეცდანიშნულებსი რაზმმა აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნისკენ შეავიწროვეს, რის შემგედაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს აედევნენ და მათი დაკავება დაიწყეს. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ისინი სხვადასხვა განყოფილებებში გადაჰყავთ. ამასთან, სამართალდამცველებმა გამზირის პარალელურ ქუჩებზეც იმყოფებიან. ტერიტორია ამ დროისთვის თითქმის ყველა მხრიდან გადაკეტილია. დემონსტრანტებს მხოლოდ ელბაქიძის მიმართულებით აქვთ გაქცევის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას, სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი უმეტესობა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)