|
2019-06-10 11:29:28, 2202 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა საქართველო ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance - მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დაასახელა. Global Finance - მა საქართველო იმ ქვეყნებს მიაკუთვნა, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნულ ჯგუფში საქართველო არის მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის. Global Finance - ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით. Global Finance - ის შეფასებით, გლობალური სავაჭრო დაძაბულობის და შიდა პრობლემების გამო 2018 წელი მრავალი ეკონომიკისთვის გარდამავალი წელი აღმოჩნდა ვალუტების მერყეობის, სასაქონლო ფასების კლებისა და ინვესტორთა ნდობის შემცირების თვალსაზრისით. გამოცემის შეფასებით, ამ ფონზე საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხასიათდებიან შთამბეჭდავი ზრდითა და ინვესტორებისგან მზარდი ინტერესით. Global Finance - ი საქართველოს აღწერს როგორც ქვეყანას, რომელიც ხასიათდება ბიზნეს გარემოს სწრაფი გაუმჯობესებით, მაღალი ზრდითა და ძლიერი კავშირებით ევროკავშირთან. აღნიშნული შეფასებისთვის Global Finance ეყრდნობა შემდეგ წყაროებს: · IMF, მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა (WEO), ოქტომბერი, 2018 · UNCTAD, მსოფლიო საინვესტიციო ანგარიში, June 2018 · WORLD ECONOMIC FORUM, გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში, 2018 · TRANSPARENCY INTERNATIONAL, კორუფციის აღქმის ინდექსი, 2018 · WORLD BANK, ბიზნესის კეთების სიმარტივე, 2019. იხილეთ ლინკი: https://www.gfmag.com/global-data/economic-data/emerging-markets-hot-spots-2019
(NS)
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)