01:52 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-08 10:05:10, 1385 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში 2 პირი დააკავეს: 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. მ.  წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით, ხოლო 2002 წელს დაბადებული ლ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, 2 პირი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მათი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა "ეკოლ პ 29"-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია პირბადეები და პოლიეთილენის ბახილები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და წარსულში ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 238 პრიმა 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics