|
2019-06-01 10:21:56, 1549 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სტარტაპებს არ მივატოვებთ და განვითარების ახალ ეტაპზე უფრო საფუძვლიანად დავეხმარებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანადაფინანსების 100 000 ლარიანი პროგრამის მესამე ეტაპის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წინა ორ კონკურსში 37 პროექტი დაფინანსდა. „ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, 37 მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური იდეა და პროექტი ძალიან ბევრია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ორი პარალელური პროგრამა, რომლითაც ვაფინანსებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ იდეებსა და პროექტს. ესაა პროგრამა ე.წ. დამწყებთათვის, სადაც გამარჯვებული 100,000 ლარს მიიღებს, ასევე განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის. მათთვის გრანტის მოცულობა 650,000 ლარია. ორი ასეთი ერთმანეთთან დაკავშირებული პროგრამის არსებობა ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს სტარტაპებს და მათ კიდევ უფრო საფუძვლიანად დავეხმარებით განვითარების ახალ, მეორე ეტაპზე," - განაცხადა ნათია თურნავამ. „რაც მთავარია, ჩვენს მიერ გამოვლენილი პროექტებიდან ყველას აქვს პოტენციალი, ფეხი გლობალურ ბაზრებზე მოიკიდონ და ვენჩერული და ენჯელ დაფინანსება მოიპოვონ, რაშიც ჩვენ მათ დავეხმარებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. ის წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)