|
2019-05-23 12:08:28, 2189 ნახვა
მსოფლიო
The Times: ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი თანამდებობას სავარაუდოდ, 24 მაისს დატოვებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ შესაძლოა თანამდებობა ხვალ, 24 მაისს დატოვოს, - ამის შესახებ The Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამის განცხადებას, პრემიერი სავარაუდოდ, კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსანთან გრემ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ მეიმ გადადგომის შესახებ მანამდეც განაცხადა. კერძოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ ის თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, როდესაც "ბრექსითის" შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებენ. 22 მაისს თემთა პალატის ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა თანამდებობა დატოვა. მან ტერეზა მეის წინადადებაზე, ჩატარდეს Brexit-ის მეორე ტური, უარი განაცხადა. ის გახდა 36-ე მინისტრი, რომელმაც მეის პრემიერობისას თანამდებობა დატოვა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)