|
2019-05-20 15:53:03, 2023 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის კერპი, კაბინეტებში შვილების ფოტოები დაკიდეთ
უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში კაბინეტებში პრეზიდენტის პორტრეტები უნდა ჩამოხსნან, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჩინოსნებმა თავიანთ კაბინეტებში შვილების ფოტოები უნდა დაკიდონ. "მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს. ცნობისთვის, დღეს კიევში ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა. უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს ჩატარდა. მსახიობმა და შოუმენმა ზელენსკიმ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)