23:31 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 09:17:29, 1535 ნახვა

სამართალი
გახარია - რაც არ უნდა მოხდეს შსს რეაგირება იქნება სწრაფი და მკაცრი

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქალაქში აძლევენ ხმას, თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პოლიცია უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში გააკეთონ თავიანთი არჩევანი.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ დღეს, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შსს აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის გარკვეული ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების, რაც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და ზოგადად საარჩევნო სისტემისთვის. ამიტომ ჩვენი ყურადღებაც ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს, თუ უბრალო სამართალდარღვევები, პოლიციისა და შსს-ს რეაგირება, განურჩევლად მხარეებისა, იქნება აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი, ისე როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის, როდესაც მოხდა გასროლა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი, თუმცა სანამ შსს არ გაერკვევა ბოლომდე, რა მოხდა, ეს პიროვნება არის დაკავებული“, - აღნიშნა შს მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics