|
2019-05-14 15:07:44, 1725 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა გვერდში დავუდგებით მეტალურგიურ საწარმოებს, რომ გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები
„მისასალმებელია, რომ „რუსთავის ფოლადი" გეგმავს საწარმოს მთლიან განახლებას, რომ ის უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ამისთვის იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელთა წყალობითაც დაახლოებით 30%-ით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით ამ ამოცანების განხორციელებაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე, სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება, გვერდში ამოუდგება და ხელს შეუწყობს ასეთი საწარმოების განვითარებას და გადაიარაღებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს რუსთავში კომპანია „რუსთავის ფოლადის" მეტალურგიულ ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, მათ შორის, „რუსთავის ფოლადისთვის", რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. ქარხანაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ „რუსთავის ფოლადი" ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიული საწარმოა არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. ასევე, როგორც აღინიშნა, საწარმო ახლა განახლების პროცესშია. მინისტრი ქარხნის ხელმძღვანელობას ამ პროცესშიც დაპირდა დახმარებას. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეტალურგიულ ბიზნესს ყველანაირად დაუდგება გვერდში როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე, მათ შორის უხარისხო ანალოგებისგან დაცვის კუთხით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ჩვენ მხარში დავუდგებით, მათ შორის მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს, რადგან ისინი ძალიან დიდი დამსაქმებლები არიან - 2000 კაცამდე მხოლოდ აქ, „რუსთავის ფოლადში" მუშაობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით,უკვე მიმდინარეობს მუშაობა ანდიტემპინგურ კანონმდებლობაზე. „საწარმოს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღების კუთხით. ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად, ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში ასევე გაეცნო კიდევ ერთი მეტალურგიული ქარხნის „ჯეოსთილის" საქმიანობას, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიცითაა შექმნილი.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)