|
2019-05-11 10:29:42, 1650 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: არასრულწლოვნების წვდომა ცივ იარაღზე მაქსიმალურად შეიზღუდება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, სამინისტროს მიერ ინიცირებული, ცივი იარაღის ახალი კანონის შესახებ დეტალური განმარტება გააკეთა. „ცივ იარაღთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი იყო, რომლის გამოც საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება გადავწყვიტეთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტია, რომელსაც დღეს მთავრობამ მხარი დაუჭირა და იმედია, რომ პარლამენტიც მხარს დაუჭერს. მიზანი გახლავთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო გააქტიურება.პრაქტიკაში პოლიცია არის მეტად აქტიური ცივი იარაღების ტარების გამოვლენის კუთხით. მაგალითად, მიმდინარე წელს, ჩვენ სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების შედეგად, ასობით ცივი იარაღი გვაქვს ამოღებული. გარდა ამისა, ეს გახლდათ საზოგადოების მოთხოვნა, რაზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი. ჩვენ ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ. გამოვლენის მხრივ აქტიურობასთან ერთად, გადავწყვიტეთ ის ვაკუუმი შეგვევსო, რაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს, განსაკუთრებით ცივი იარაღით ვაჭრობის მიმართულებით, გაყიდვის მიმართულებით. დღეს კანონით ისჯება ტარება, როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის წესით, მაგრამ გაყიდვის საკითხები სათანადოდ არ არის დარეგულირებული, რის გამოც ცივი იარაღი არის ადვილად ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის. ამიტომ ამ კანონპროექტის უპირველესი მიზანი გახლავთ ცივ იარაღზე არასრულწლოვნების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, იმიტომ, რომ დღეს გაყიდვა შეუძლია ყველას და ამასთანავე ცივი იარაღი იყიდება ყველგან, მათ შორის სკოლების ტერიტორიაზე, რაც ბუნებრივია არასრულწლოვნებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს ხდის მას. ახალი კანონი გაყიდვის საკითხებს არეგულირებს, აკრძალავს ცივი იარაღის გაყიდვას არასრულწლოვანზე, ასევე, გარკვეულ რისკ-ჯგუფებზე, მათ შორის მაგალითად ნასამართლევ პირებზე. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კანონპროექტის არის ის, რომ ტარებისთვის მკაცრდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი სანქციები. ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებები გაყიდვის ნაწილში არ ეხება საოჯახო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დანებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამას უკავშირდება - რა თქმა უნდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ დანებით დანაშაულის ჩადენის აბსოლუტური პრევენცია მოხდება. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად შეიზღუდება წვდომა ცივ იარაღზე, განსაკუთრებით არასრულწლოვნების ნაწილში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)